ახალციხეში 10 საცხოვრებელ კორპუსს ფასადს შეუღებავენ

927

ახალციხის მერია, 9 აპრილის ქუჩაზე ცხრა კორპუსის, ხოლო კოსტავას ქუჩაზე ერთი კორპუსის ფასადის შეკეთებას იწყებს.

სამუშაოებზე მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 608 014 ლარი. ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, შპს “ABEKA“ მონაწილეობდა და მან ტენდერი 605 324 ლარით მოიგო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია შემდეგი კორპუსების ფასადების შეღებვა:

9 აპრილის ქუჩაზე
№1,№2, №4, №5, №6, №7, №9, №12, №13; (ის კორპუსები, რომელიც გზის ორივე მხარესაა განლაგებული)

კოსტავას ქუჩა:
№77;

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია კორპუსების ფასადების შეღებვა სამი მხრიდან – გარდა სადარბაზოების მხარისა.
შესასრულებელი სამუშაოს გარანტია 5 წელია.

როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე სამუშაოების შემსრულებელთან ხელშეკულება ფორმდება, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება.