ქვემო არცევსა და ქვეშში სასმელი წყლის ახალი სატუმბი კეთდება

722

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებთან – ქვეშსა და ქვემო არცევთან არსებული სასმელი წყლის სატუმბი ჭაბურღილი უახლოეს პერიოდში ექსპლუატაციაში შევა. მშენებარე ჭაბურღილი საქართველოს პარლამენტის წევრმა, გორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ხუბულურმა დაათვალიერა.

“2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის რაიონში სხვა პრობლემებთან ერთად სასმელი წყლის პრობლემაც დღის წესრიგში დადგა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეტაპობრივად დაიწყო აღნიშნული სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროცესი. ახალი ჭაბურღილის ამოქმედების შემდეგ ათეულობით სოფელს სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება. ” – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ხუბულურმა.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი