აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო

1284

ახალციხის მუნიციპალიტეტში, აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა შიდა ინტერიერი, შეიცვლება კარ-ფანჯარა, დაიგება ლამინირებული ფენილი, მოეწყობა ელექტრო გაყვანილობა და სველი წერტილები, შემოიღობება ეზო.

აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 110 556 ლარით ფინანსდება.

წყარო: აიპრესი