თვითმმართველობისა და იურიდიულმა კომიტეტებმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარეს

903

პარლამენტის თვითმმართველობისა და იურიდიულმა კომიტეტებმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარეს. მარგველაშვილმა ვეტო თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში შემავალ ცვლილებებს დაადო. მათ შორის იმ ცვლილებებს, რომლითაც 7 თვითმმართველი ქალაქი უნდა გაუქმდეს. პარლამენტი ვეტოს დასაძლევად ხვალ შეიკრიბება.