რუსთავის ციხესთან XII-XIII საუკუნის ჭურჭელი და მონეტები აღმოაჩინეს

38
გამოვლენილი არქეოლოგია

რუსთავის ციხის რესტავრაციის დროს, რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ XII-XIII საუკუნის ჭურჭელი და მონეტები აღმოაჩინა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

როგორც რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განცხადა ერთი მონეტა მიეკუთვნება რუსუდანს, ხოლო მეორე მონეტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

“ერთი კვირაა რაც მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები, ჯერჯერობით  მხოლოდ ბალახისაფარისაგან და ნაშალ-ნაყარი მიწისაგან გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია, თუმცა უკვე დავადექით კულტურულ ფენას, სადაც გამოვლენილია რამდენიმე სამეურნეო ორმო. სამეურნეო ორმოები არქეოლოგებისთვის ძალიან ინფორმაციულია, რადგან ბევრი ნივთია ხოლმე აღმოჩენილი, დღეს დავიწყეთ ერთ-ერთი ორმოს ამოსუფთავება და უკვე გავქვს არაერთი მოჭიქული ჯამი და ორი მონეტა,” – აცხადებს რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში ისტორიული ციხის რესტავრაცია ერთი თვის წინ განახლდა. ამ ეტაპზე ციხის ჩრდილოეთ ზღუდის რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს.