მარნეულის მერია ხანდაზმულების დასახმარებლად მოხალისეებს ეძებს

519

„გახდი მოხალისე – შეაჩერე ვირუსის გავრცელება”! – ამ ლოზუნგით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მოხალისეთა შეგროვებას იწყებს, რომლებიც ხანდაზმულ მქალაქეებს მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებას და სხვა აქტივობებებში დაეხმარენიან. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

მარნეულს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მარიამ ხაჩიძის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება მერიამ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო.

„აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია მოწყვლადი ჯგუფების თვითიზოლაციის ხელშეწყობისაკენ. გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩაერთოთ პროექტში. აქტივობაში ჩართვისთვის აუცილებელია მოქალაქე იყოს სრულწლოვანი 18 წლიდან ზევით; პროექტის ჩასართვის სურვილის შემთხვევაში შეავსე განაცხადის ფორმა. მოხალისეები აღიჭურვებიან შესაბამისი ეკიპირებით და გაივლიან სპეციალურ ტრეინინგს“ – წერია მარნეულის მერიის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარიამ ხაჩიძე ამბობს, რომ მოსხალისეთა დატრენინგების საკითხი ჯერ სრულად არ არის გავლილი, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ორგანიზაციებთან.

თუ რამდენ ხანდაზმულს შეიძლება დასჭირდეს მოხალისეთა დახმარება, ამის სტატისტიკური მონაცემები ჯერ ადგილობრივ თვითმმართველობას არ აქვს, თუმცა როგორც მერიაში განმარტავენ, მერის წარმომადგენლები თავიანთ სოფელში სიებს უკვე ადგენენ და შესაძლოა, ზუსტი ინფორმაცია ხვალ ჰქონდეთ, რადიო „მარნეულმა“ ინფორმაციის გადამოწმება მარნეულის სოციალური მომსახურეობის სააგენტოშიც სცადა, არც აღნიშნულ სამსახურს აქვს სტატისტიკა თუ რამდენი მარტოხელა ხანდაზმულია მუნიციპალიტეტის მასშტაბით. პენსიონერთა რაოდენობა კი მარნეულის მასშტაბით დაახლოებით 19 500-ია.

განაცხადის ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfE0G5RgaeAVi80C8QQi5SwPvUrE5SRdN_EAa8zIsMA74TGHg/viewform?fbclid=IwAR0gX6wLxVp0nV7iUzZBzzEDo1DMchIGg8WlDQJOigPxPHoDDqJC4Up1sCg