ბათუმში ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყო

979

ბათუმში ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელი გაიწმინდება და სპეციალური ხსნარებით დამუშავდება.

“პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია. სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება ადმინისტრაციული შენობები და საზოგადოებრივი სივრცეები”,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ბათუმის მერია ავრცელებს.