საგარეჯოს მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერია წყალს სახლში უფასოდ უგზავნის

555

მეორე დღეა ქალაქ საგარეჯოში, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერია და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სასმელი წყლით სრულიად უფასოდ ამარაგებს. ამის შესახებ სპექტრი წერს.

პროცესში ჩართულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შპს “სუფთა მუნიციპალიტეტი 2018”, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ტრანსპორტირებას.

„სათავეში წყალი დამშრალია, წყლის დებეტი ძალიან დაბალია და მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობა სრულიად უფასოდ მოამარაგოს. პრობლემა სავარაუდოდ თვის ბოლოს მოგვარდება,“ – აღნიშნა speqtri.ge-სთან შპს „სუფთა მუნიციპალიტეტი 2018“-ის დირექტორმა, თემურ ირაულმა.

მერიის ინფორმაციით კი, უახლოეს მომავალში, გამრიცხველიანებისა და საკომუნიკაციო სისტემის სატესტო რეჟიმის გასვლის შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა სრულად გადაეჭრება ქალაქ საგარეჯოს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სოფელს!

სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 551 10 71 11; 557 10 11 11