ტყიბულში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

66

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს

“გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტი ითვალისწინებს ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. იგეგმება – ორფენიანი ასფალტის საფარის და გარეგანათების მოწყობა, საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინაბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა”, – განმარტავენ ინფრასტრუქტურის სამნისტროში.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, 3 მლნ ლარია.

პროექტი, დაახლოებით, 14 თვის ვადაში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება