ახალციხეში 200 ოჯახისთვის წყალარინების სისტემის მოწყობა სრულდება

92

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხეში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ახალციხელის, სამსონიძის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე ქსელის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება.

აღნიშნულ ქუჩებზე წყალარინების ცენტრალური სისტემა ამ დრომდე არ არსებობდა.

სამუშაოების დასრულების შედეგად, არსებული პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრება და 200 ოჯახი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას.

სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 1 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.