ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტი იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად

705

წინა სტატია

შემდეგ სტატია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად, – ამის შესახებ დღეს, ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში განაცხადა.

დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის გეგმა ანაკლიის პორტის განვითარებაა.

„კონკრეტული გეგმა არის ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება. ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ბევრად უკეთაა ინვესტორებთან მუშაობაში სპეციალიზებული, მუშაობს ახალ პირობებზე. ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზადაა, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და კონსულტანტების მეშვეობით დაგვეხმაროს, რათა მომავალში გაიოლდეს ინვესტორის მოძიება. როგორც იცით, გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ დაასრულა საპროექტო სამუშოები და ახალი ინვესტორის გრაფიკის შესაბამისად დაიგეგმება იმ საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ანაკლიის პორტს ჩვენს მაგისტრალებს დააკავშირებს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.