პრეზიდენტის ვეტოებს მინისტრები აფასებენ

704

პრეზიდენტის მიერ თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსზე დადებულ ვეტოებს მინისტრები აფასებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, საარჩევნო და თვითმმართველობის საკითხები მის კომპეტენციას არ წარმოადგენს და ჩართულიც არ ყოფილა, თუმცა, თვლის, რომ ვეტო უნდა იყოს არგუმენტირებული და ემსახურებოდეს ქვეყნის განვითარებას.

რეგიონული განვითარების მინისტრის, ზურაბ ალავიძის თქმით კი, პარლამენტმა უნდა განიხილოს მოტივირებული შენიშვნები და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. სწორედ ალავიძის და მისი სამინისტროს მიერ არის მომზადებული “თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებები 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების თაობაზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.