ცქიტიშვილი: 2019 წელს 41 სასწრაფო დახმარების ცენტრი და 104 ამბულატორია აშენდა

587

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, დღეს, პარლამენტში, „მინისტრის საათისფორმატში, სხვა მიმართულებებთან ერთად, დეპუტატებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით დაფინანსებული სამუშაობის ანგარიში გააცნო.

გასულ წელს, ფონდის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და 310 მლნ ლარით დაფინანსდა 1239 პროექტი. ახალი პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, 41 სასწრაფო დახმარების ცენტრი და 104 ამბულატორია აშენდა, ასევე დასრულდა 272 ამბულატორიის  შენობის რეაბილიტაცია. ამ ინფრასტრუქტურის აღჭურვას წელს ჯანდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად უზრუნველყოფს და ჩვენი მოქალაქეები სათანადო მომსახურების მიღებას შეძლებენ. ცალკე მინდა აღვნიშნო სტიქიის პრევენციის ღონისძიებების კუთხით განხორციელებული 148 პროექტი, რაც მომავალში რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს  40 მლნ ლარით  4812 პროექტი დაფინანსდა.

ეს პროგრამა წელსაც გრძელდება და 2500-ზე მეტი შეხვედრა უკვე გამართულია. ახლა მუნიციპალიტეტებიდან ველოდებით კონკრეტული განაცხადების მიღებას სხვადასხვა პროფილის  პროექტების დასაფინანსებლად,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.