ცქიტიშვილი: მუნიციპალიტეტებმა 642 სკოლაში 40 მილიონი ლარის მცირე სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს

655

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, დღეს, პარლამენტში, „მინისტრის საათისფორმატში დეპუტატებს 2019 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში და წელს დასახული გეგმები გააცნო.

სამინისტროს სხვა მიმართულებებთან ერთად, მინისტრმა ხაზი გაუსვა განათლების ინფრასტრუქტურის პროექტების მნიშვნელობას.

გასულ წელს 260 მლნ ლარით დაფინანსდა ეს მიმართულება. დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს 59 სკოლის პროექტირებამშენებლობა და 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. ასევე, 20 სკოლაში მიმდინარეობს ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებაც. ამასთან, მუნიციპალიტეტების მიერ, 642 სკოლაში ჩატარდა 40 მლნ ლარის მცირე სარემონტო სამუშაოები და ამ კუთხით წელსაც იდენტური ბიუჯეტია გამოყოფილი,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დრო საბავშვო ბაღების საკითხსაც დაუთმო. მისი თქმით, გასულ წელს დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების მცირე ზომის 32 ბაღის მშენებლობა და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტიპიური პროექტების შემუშვება საშუალო და დიდი ზომის 24 ბაღისთვის. ამ პროექტების საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 50 მლნ ლარია.