ბოლნისის სკოლებში, ბაღებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

132

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში სადენზიფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა მუნიციპალურ ტრანსპორტს, რომელიც ყოველდღიურად სპეციალური ხსნარით დამუშავდება. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე კვლავ ჩატარდება.