ღორეშა-ბაზალეთის 11 კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება

270

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხარაგაულში ადგილობრივი მნიშვნელობის ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი 11 კილომეტრიანი მონკავეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია, სახელშეკრულებო პირობებით, გზის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დაასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული გზის რეაბილიტაცია ხარვეზიანი პროექტის გამო ორჯერ შეფერხდა.

“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადდა ახალი პროექტი. ტენდერი 2019 წლის ბოლოს გამოცხადდა, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, “კავკასუს როუდ პროჯექტი“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში.

კომპანია სამუშაოებს უკვე აქტიურ ფაზაში აწარმოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზაზე ქვიშა-ხრეშოვანი ღორღის შეტანა, საჭიროების ადგილებზე ეწყობა საყრდენი კედლები. პროექტის ფარგლებში მდინარე ყარნებაზე იგეგმება ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა”, – განმარტავენ ხარაგაულის მერიაში.