გზების დეპარტამენტმა ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისთვის Synohydro-ს 51-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა

68

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, იგივე E-60-ე მაგისტრალის, ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობისთვის ჩინურ კომპანია Synohydro-ს 50.6 მილიონი ლარის კონტრაქტი გაუფორმდა.

“ხელშეკრულების # EWHCIP/CW/DC-01

გამარჯვებული კომპანია: SINOHYDRO Corporation Limited

ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი: 2019 წლის 27 დეკემბერი

შერჩევის მეთოდი: ხელშეკრულების პირდაპირი გზით მინიჭება

ხელშეკრულების ღირებულება: 50,653,768.63 ლარი

ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 2020 წლის 31 ივლისი

ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები: E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთის (კმ5+800 – კმ7+700) სამშენებლო სამუშაოები,” – ნათქვამია გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე.

“სინოჰიდროს” ქართული ფილიალი სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს. კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მისი შემოსავალი 87,404,870 ლარი იყო.