ადიგენის სოფელ ფარეხაში მცხოვრები ორი ოჯახი დენს მზის პანალების მეშვეობით მიიღებს

156

ადიგენის სოფელ ფარეხაში მცხოვრები ორი ოჯახი ელექტროენერგიას მზის პანელების მეშვეობით მიიღებენ. მათ დენი არასდროს ჰქონიათ. ღვინიაშვილებისა და დალაგონიანიებისთვის დაცლილ სოფელში მზის ორი პანელი დაიდგა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ადიგენის სოფელ ფარეხაში ამჟამად ორი ოჯახი ცხოვრობს. მათ სახლებში ელექტროენერგია პირველად აინთო. ორი მზის პანელი აქ 29 ნოემბერს დადგეს.

„ვიყენებთ და მოგვწონს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ტელეფონს ვტენი და ნათურები მაქვს ანთებული. მეზობელს ტელევიზორიც აქვს. ინსტრუქციაში წერია, რომ შეგვიძლია ხუთი რაღაცა შევაერთოთ, მაგალითად ნათურები და ტექნიკა“, – ამბობს ფარეხაში მცხოვრები როზა დალაგონიანი.

ადიგენის მუნიიცპალიტეტის ინფორმაციით, მზის ორი პანელი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით შეიძინეს. მათი ღირებულება 28 600 ლარია.

მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში რომ მზის პანელები უნდა დამონტაჟდეს, ამის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტრომ ივლისში განაცხადა. მათი ინფორმაციით, მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.