ხარაგაულსა და სამტრედიაში საბავშვო ბაღები შენდება

457

ხარაგაულისა და  სამტრედიის მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა დაიწყო.

ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში  არსებული საბავშვო ბაღი მოზარდთა კონტიგენტს ვეღარ იტევს, გარდა ამისა, შენობაც ავარიულია. ახალი შენობა 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.  მოზარდები კი დროებით ალტერნატიულ ფართში იქნებიან გადაყვანილი.

50 მოზარდი შეძლებს სწავლას სამტრედიის სოფელ ნაბაკევის ახალ საბავშვო ბაღშიც.

ორივე რაიონში სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.