ქარელის სოფელი ლელეთი, სადაც არც სკოლაა, არც ბაღი და მოუწესრიგებელია შიდა გზებიც

433

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთში, სადაც მოსახლეობა ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს, გარეგანათების ნათურებს დააყენებენ. ამის შესახებ ტენდერი ქარელის მერიამ მეორედ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სოფელი, რომელიც ქარელიდან სულ რაღაც 2 კმ-ითაა დაშორებული და საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს. როგორც გამოცენა წერს, ამ სოფლიდან რეპორტაჟი ჯერ კიდევ 2018 წელს მომზადდა, სოფელში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, მოუწესრიგებელი იყო შიდა გზები.

მერიის ცნობით, ლეთეთში სულ 90-მდე ეკონათურა დამონტაჟდება.