აწყურში წყალმომარაგების სისტემა მოწესრიგდება

909

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობისა და შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ აწყურში, ციხის უბანში სასმელი წყლის მაგისტრალისა და შიდა საუბნო გამანაწილებლების მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. გაკეთდება 300 მ3 რკინა-ბეტონის წყლის რეზერვუარი და საქლორატორო, ასევე მოეწყობა რეზერვუარისგან გამომავალი გამანაწილებლებისათვის შენობა-ნაგებობა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 268 405 ლარით ფინანსდება.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე