სტრასბურგში, დღეიდან 6 თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

1048

სტრასბურგში, დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს. ტრამვაი ქუჩებში უკვე გამოჩნდა.

აღნიშნული ჟესტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება.

როგორც სტრასბურგიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სპეციალური ტრამვაით, რომელზეც ქართული ანბანი და ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგო არის დატანილი, ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, სტრასბურგის მერმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსმა იმგზავრეს. სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტრასბურგის მერიის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით.

ცერემონიის ფარგლებში გაიჭრა სიმბოლური ლენტი და შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.

სტრასბურგი. გაჩერება „Droits de l’homme“, ჩამოდგა ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი. რომელიც ქალქის ქუჩებში საქართველოს თავმჯომარეობის განმალობაში მომდევნო 6 თვე იმოძრავებს. 🚉

Posted by Mari Narchemashvili on ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2019