სპედანიშნულების რაზმი პარლამენტის წინ კარვებს იღებს

464

სპეცრაზმი პარლამენტთან განთავსებულ კარვებს იღებს. პარალელურად აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მისამართით სკანდირებენ: „სირცხვილია“, „საქართველო“.

ტრიბუნიდან ისმის აქციის ორგანიზატორების მოწოდებები, რომ სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ.

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონად არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს, გაათავისუფლონ ტერიტორია და დაემორჩილონ პოლიციას.

ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.

შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.