ორხევსა და აეროპორტის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

56

სამგორის რაიონში, ორხევში, გოკიელის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება 2 600 კვ.მ ფართობის გზა, დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 155 000 ლარია, სამუშაოებს კი სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია “ენდი როუდი“ ასრულებს.

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება აეროპორტის დასახლებაშიც.

“N38 კორპუსის ეზოში 900 კვ.მ ფართობი ტერიტორია წესრიგდება. დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, ასევე, კორპუსის სადარბაზოებთან მისასვლელები. პროექტის ღირებულება 31 000 ლარია და მას სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია :გუმი“ ახორციელებს”, – განმარტავენ გამგეობაში.