ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმებზე მუშაობა დაიწყო

1486

2020 წლიდან ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მონაწილეობით ბიუჯეტირებაში ჩართვა შეეძლება. პროექტის ფორმებზე, გეგმებსა და სამართლებრივ საკითხებზე ქედის მერიამ მუშაობა ექსპერტებთან ერთად უკვე დაიწყო, – აცხადებენ ქედის მერიაში.

პროგრამის ამოქმედებამდე ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შესაბამისი ტრენინგი გაიარეს, ხოლო მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიაში საინფორმაციო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების მიმართულებით გერმანიისა და პოლონეთის გამოცდილებას გაეცნო.

პროექტი “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში”, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტის გარდა, საქართველოს კიდევ 9 მუნიციპალიტეტში – რუსთავში, ხაშურში, ონში, ზესტაფონში, ლანჩხუთში, ახალქალაქში, მცხეთაში, ლაგოდეხსა და ფოთში მიმდინარეობს.