სენაკის სოფელ გოლასკურში 7.2 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციოდ 2.3 მილიონზე მეტი იხარჯება

99

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურში გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. 7,2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი 2 364 841 ლარით აფინანსებს, 2020 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.

“გზის პრობლემა სოფელს წლების განმავლობაში აწუხებდა, გასულ წელს ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე პრობლემის მოგვარებას მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებული დაპირდა”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

ასევე, სოფელში გარეგანათების ქსელი და დასასვენებელი პარკიც ეწყობა.

🎥დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, 7,2 კმ. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.#ხელისუფლებახალხისსამსახურში#განახლებულისაგზაოინფრასტრუქტურა#მეტიახალიგზაქალაქადდასოფლად#სენაკი2019

Posted by სენაკის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Senaki Municipality on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2019