ამბროლაურში “სიყვარულის ჩანჩქერთან” მისასვლელი გზა ასფალტდება

151

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

ამბროლაურის მერიის ცნობით, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 410 398 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდგომ სამი სოფლის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ცენტრთან დაკავშირებას კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლებს.

ასევე დასრულების ფაზაშია ამბროლაურში, გურგენიძის ქუჩის მოასფალტებაც. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 665 777 ლარს შეადგენს.

აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის შედეგად, დამთვალიერებლები ე.წ. “სიყვარულის ჩანჩქერთან”, რომელიც ტურისტულად მიმზიდველი ადგილია, განახლებული გზით მივლენ.