ფოთში, კანალიზაციის სისტემის მშენებლობაზე ხარვეზები გამოვლინდა

185

ფოთში, წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მშენებლობაზე ხარვეზები გამოვლინდა. სმის შესახებ აიპრესი წერს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ კონტრაქტორ კომპანიას “ტაჰალ გრუპს“ ქონდა შეფერხებები და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოების შესრულებისას გარკვეული ხარვეზები, რის გამოც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მოითხოვა მენეჯმენტის შეცვლა. ამ ეტაპისთვის უკვე დაიწყო კონტრაქტორი კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ ჯგუფების მობილიზება და პარალელურად, რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში ასევე კონტრაქტორი გეგმავს სამუშაო ჯგუფების დამატებას“.

ოპოზიცია, პროექტის მშენებლობის შეფერხების მიზეზად, კორუფციულ გარიგებას ასახელებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„მთელი ფოთის ქუჩები გადათხრილია. კომპანიები ტენდერში ღებულობენ მონაწილეობას, მერე გარბიან, შემეგ კი ისევ ბრუნდებიან. უსაშველობა და უსასრულობაა. ყველა ახალი მოსული წილებს ითხოვს, ვერ თანხმდებიან და გარბიან. ახლა ჰოლანდიელები იყვნენ ჩამოსულები. ვერ შეთანხმდნენ ეტყობა და გაჩერებულია ყველაფერი. როდემდე უნდა უყუროს ხალხმა გადათხრილ ქუჩებს და დისკომფორტში როდემდე უნდა იცხოვროს. ამათ ხელში ეს ნამდილად არ გაკეთდება. ნაცვლად იმისა, რომ პროცესები სწრაფი ტემპით განვითარებულიყო, ყელაფერი გაჩერებულია. დანამდვილებით არ ვიცი მაგრამ, როგორც ამბობენ, ამ სფეროში დანიშნული მინისტრები, წილებში ჩაჯდომას ითხოვდნენ. ახლა ეტყობა, ეს ქალბატონი რომაა მობრძანებული, მაია ცქიტიშვილი, რაღაცეების გარკვევას ცდილობს და ამიტომ შეფერხდა პროცესი. ხალხი კი არავის არ ადარდებს. ქალაქი დაბეჩავებული, გაჩაჩანაკებულია, კატასტროფული მგომარეობაა“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, გრუნტის დამუშავება და მილების ჩადება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი 89,943,800 ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, 145 კმ სიგრძის წყალარინების ქსელის მოწყობა, 37 კმ. სიგრძის ინდივიდუალური დაერთებები და 28 ერთეული სატუმბო სადურის აშენება.

ხელშეკრულების მიხევით, ფოთის მოსახლეობას, თანამედროვე სისტემის წყალარინების ქსელი, 2020 წლის შემოდგომიდან უნდა მოემსახუროს.