ყვარლის მერიამ მშენებელი კომპანია 26 446 ლარით დააჯარიმა

558

ყვარელში N1 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

მერიაში აცხადებენ, რომ ორივე პროექტს შპს „დამბა“ ახორციელებს და რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩება შპს „დამბა“ 26 446 ლარით დაჯარიმდა.