ლანჩხუთში 6 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, 4 სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია კი დასრულდა

47

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 6 საჯარო სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 520 000 ლარს შეადგენს.

ხოლო ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აკეთის, აცანის, შუხუთის და ქვიანის სოფლებში ამბულატორიების რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, მიმდინარეობს სუფსის ამბულატორიის მშენებლობა. პროექტების ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს.

სოფელ შუხუთში შიდა გზის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 110 000 ლარით ფინანსდება.