ხარაგაულის 8 სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

59

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება თეთრაწყაროს, ბორის, საღანძილის და დაბის #3 საჯარო სკოლებს. სველი წერტილები ეწყობა ნადაბურის, ლეღვნის და ღორეშის საჯარო სკოლებში, სახურავი შეიცვალა  მოლითის საჯარო სკოლაში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიზნით, მიმდინარე წელს, 410 000 ლარი გამოეყო.