სამტრედიის სამ სოფელში სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

73

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნოღის, მელაურის და ჭაგნის ადმინისტრაციულ ერთეულებში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

2019 წელს სამტრედიის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 860 000 ლარია გათვალისწინებული და პირველ ეტაპზე აღნიშნული თანხით, საჯარო სკოლებში სველი წერტილები წესრიგდება, იცვლება სახურავები და კარ-ფანჯრები.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ განაცხადა, “გამორიცხვულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაო ვინმეს ეპატიოს. ყოველდღიური მონიტორინგი მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად კონტროლი იყოს ყველა იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხზე, რაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.“