ფოთში საქართველოს მედია კლუბმა მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი ჩაატარა

921

ტელეკომპანია “მეცხრე ტალღა”

ფოთში ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე, რომელიც საქართველოს მედია-კლუბმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერით გაიმართა, თვითმმართველობის უფლებამოსილებები და ბიუჯეტირების პროცესზე ისაუბრეს. მთავარი საკითხი კი მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელები და მოქალაქეებთან სწორი კომუნიკაციის ფორმების შემუშავება იყო.

ტრენინგს ფოთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამეგრელოს რეგიონში მოქმედი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.