მარტვილის მერიამ 2008 წლის ომში დაღუპული 4 მარტვილელი ჯარისკაცის ოჯახს 500-500 ლარი გადასცა

753

11 წლის წინ 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულ აგრესიას ოთხი მარტვილელი ახალგაზრდა შეეწირა:
გელა ჭედია – მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაური;
პაატა კოპალიანი – მესამე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის ასეულის სერჟანტი;
გიზო წულაია – გორის სატანკო ბატალიონის კაპრალი;
ბესიკ ხულორდავა – შსს მარტვილის რაიონული სამმართველოს ოფიცერი, ლეიტერნანტი.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას, ყვავილებით შეამკო დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი და საფლავები.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეციცხვაიეს და სალხინოს საჯარო სკოლებში დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიამ 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.

მარტვილის მუნიციპალიტეტისკულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიეძღვნა 2008 წლის 8 აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა ნათელ ხსოვნას.