საჩხერის სოფელ ჩონთოში გაზიფიცირება დაიწყო

965

საჩხერის სოფელ ჩონთოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის ხდება არხის გაჭრისა და მილების განთავსების სამუშოები. როგორც შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ გაზიფიცირების პროცესი უახლოეს პერიოდში უნდა დასრულედეს. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის N791 განკარგულებაში, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისთვის 2019-2021 წლებში განსახორცილებელ ღონისძიებათა შესახებ ნათქვამია, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019-2021 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 223 დასახლებულ პუნქტში არსებული 58 894 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

გაზიფიცირების პროცესი ქვეყნის 6 რეგიონში 43 სოფელში მიმდინარეობს.