წყალტუბოში, კოპიტნარის დასახლებაში, საბავშვო ბაღის რემონტი დასრულდა

1373

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. კოპიტნარის დასახლებში განახლებული საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. პროექტის განხორციელებისთვის 87 889 ლარი დაიხარჯა, მოწესრიგდება ფასადი, სველი წერტილები, ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს

კოპიტნარის დასახლების მცხოვრებლებს დავპირდით, რომ მოვახდენდით საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, აქ ძირითადად დევნილი ბავშვები სწავლობენ, რომლებიც სკოლამდელ განათლებას მოწესრიგებულ და კომფორტულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მიიღებენ,’’- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 23 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, ზაფხულის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სარეაბილიტაციო- სარემონტო სამუშაოები 18 საბავშვო ბაღში ჩატარდა.