წელს მუნიციპალიტეტებში 39 სასწრაფო დახმარების ცენტი და 104 ამბულატორია აშენდება

141

2019 წელს მუნიციპალიტეტებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის ჯამში 20 მილიონი ლარის 406 პროექტი განხორციელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების 39 ახალი ცენტრი და 104 ახალი ამბულატორია აშენდება, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 262 ამბულატორიას.

ამ დროისთვის 60 პროექტი უკვე მიმდინარეობს, ხოლო 243 პროექტზე – სამშენებლო ტენდერი, 102-ზე კი პროექტირების შესყიდვაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.