სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, იმერეთის მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურა და უმუშევრობაა

600

მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურა და უმუშევრობის პრობლემაა, – ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“უკვე 4 თვეა სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ვასრულებ, ამ დროის განმავლობაში საფუძვლიანად შევისწავლე ყველა ის პრობლემა და გამოწვვევა, რომელიც იმერეთის წინაშე დგას. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს გაწერილი 2019-20 წლის გეგმები უკვე, მაქსიმალურად გავაკონტროლებთ რომ ეს პროეტები მაქსიმალურად შესრულდეს. ინფრასტრუქტურული პროექტები ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და უმუშევერობის პრობლემებს რეალურად უფრო მალე აღმოვფხვრით, ვიდრე შეიძლებოდა. რიკოთზე მიმდინარეობს ავტობანის მშენებლობა, სადაც უახლოეს 3 წლის განმავლობაში 5 ათასამდე ადგილობრივი დასაქმდება, ეს ძალიან დიდი ციფრია იმ პატარა მუნიციპალიტეტებისთვის, როგორიც ზესტაფონი და ხარაგაულია”, – განაცხადა შალამბერიძემ.

კითხვაზე, რომელ მუნიციპალიტეტშია შედარებით მეტი სირთულეები, რწმუნებულმა არ უპასუხა, მას ასევე არ დაუსახელებია, თუ ვინ დაიჭერს მისი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობას.

ზვიად შალამბერიძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე ოფიციალურად 22 ივლისს წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ ზვიად შალამბერიძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებდა, რაც მისმა წინამორბედმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა.