იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა.
პრემიერის თქმით, შავლეგო ტაბატაძეს სურვილი ჰქონდა სამხედრო საქმეს დაბრუნებოდა და მან აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა.
“შავლეგო არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. ის არის გენერალი, სამხედრო და თვითონვე ჰქონდა თხოვნა, რომ დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა, გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის, რომელიც ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში გააკეთა. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა.