ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

743

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 410 398 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება.

“სოფლებთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგება მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება”, – ამბობენ ამბროლაურის მერიაში.

მათივე ცნობით, ასევე, მიმდინარეობს სოფელ კრიხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო თანხა 475 710 ლარს შეადგენს.

დასრულების ფაზაშია ქალაქ ამბროლაურში გურგენიძის ქუჩის ასფალტირების მეორე რიგის სამუშაოებიც, რომელიც ტურისტულად მიმზიდველ ადგილამდე მიდის და აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის შედეგად, დამთვალიერებლები ე.წ. “სიყვარულის ჩანჩქერთან“ განახლებული გზით მივლენ. ასევე, დასრულების ფაზაშია სოფელ ჭელიაღელეში სპორტული მოედნის მოწყობაც.