რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ტბასთან ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

932

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ტბასთან ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სანაპირო ზოლი ტბის წყალმა დააზიანა. ტბის გასწვრივ, 50 მეტრი სიგრძის მონაკვეთის გამაგრება რკინა-ბეტონის ფილებით ხდება.

სამუშაოებს რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს.