ხარაგაულში არქეოლოგებმა შუა პალეოლითის ძეგლი აღმოაჩინეს

1075

ხარაგაულში ახალი სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ, არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს, სადაც შუა პალეოლითის ხანის ნაშთები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელმა, პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დოქტორმა თენგიზ მეშველიანმა განაცხადა, ხარაგაულში შუა პალეოლითის, ე. წ. მუსტერული ძეგლის არსებობა დასტურდება. მისივე ინფორმაციით, აღმოჩენილი მღვიმე, სავარაუდოდ, 50-60 ათასი წლის წინანდელია, სადაც ორი კულტურული ფენა და მრავალი სახეობის ფაუნის ნაშთებია.

თენგიზ მეშველიანი ამბობს, რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ხარაგაულისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

აღმოჩენილ მასალებს დამუშავების შემდეგ ხარაგაული ისტორიულ მუზეუმს გადასცემენ.