ნინოწმინდის მერია 3 სოფელში კულტურისა და რიტუალების სახლების რეაბილიტაციას გეგმავს

178

ნინოწმინდის მერია სოფლებში უჩმანაში, ოროჯოლარსა და ჟდანოვაკანში, კულტურისა და რიტუალების სახლების რეაბილიტაციას გეგმავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სოფელ ჟდანოვაკანში კულტურის სახლის შენობის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 42 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. უჩმანაში და ოროჯოლარის რიტუალების სახლებისთვის კი 17 ათასი ლარია გამოყოფილი.

როგორც ნინოწმინდის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი რუბენ ღაზარიანი ამბობს, უჩმანაში, ოროჯოლარსა და ჟდანოვაკანში ინფრასტრუქტურა 6-7 წელიწადია არ მოწყობილა.