პრემიერი: რაჭაში წლის ბოლომდე ძველი სკოლების რეაბილტაცია და ახლების მშენებლობა იგეგმება

730

წინა სტატია

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამბროლაურის მუნიციპალალიტეტის სოფელ გოგოლთაას მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ადგილზე გააცნო.

როგორც პრემიერა შეხვედრისას განაცხადა, მთავრობას იმედი აქვს, რომ დაგეგმილი და პროექტების შედეგად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება და მოსახლეობა მთაში დაბრუნდება.

“ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი პროექტები ვადაზე ადრე მთავრდება.

დავათვალიერეთ იმერეთი-ონის დამაკავშირებელი სტრატეგიული გზის სამშენებლო სამუშაოები.
სწორედ ეს პროექტი შემოიტანს ახალ სიცოცხლეს რეგიონში და გაზრდის ტურისტთა რაოდენობას.

ონსა და ამბროლაურში ფაქტობრივად გადავჭერით წყალმომარაგების პრობლემა და განვაგრძობთ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოებიც. უკვე 160 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს რაჭაში და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ვესტუმრეთ ულამაზეს სოფელ გოგოლათს, რომელსაც მივანიჭეთ ეროვნული კატეგორიის სტატუსი და ვაპირებთ ჩავატაროთ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ისე, რომ სოფელმა პირვანდელი იერსახე დაიბრუნოს.

დაწყებული გვაქვს რაჭაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული რესტავრაცია.

მომავალი წლის ბოლომდე რეგიონში ყველა სკოლის რეაბილიტაციას დავასრულებთ და ავაშენებთ ახალ სკოლებს.

ტურიზმის განვითარებას ჩვენს რეგიონებში ალტერნატივა არ აქვს, სწორედ თანაბრად განვითარებული რეგიონებით შევძლებთ ჩვენს მოქალაქეებში და თითოეულ ქართულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანას”,- განაცხადა პრემიერმინისტრმა.