ზუგდიდში საარჩევნო უბანის კურთხევამ დაპირისპირება გამოიწვია

1091

წინა სტატია

ზუგდიდში N5 საარჩევნო უბანზე, რომელიც ცოტა ხნის წინ სასულიერო პირმა აკურთხა, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უბანზე დეკანოზ ფრიდონ ასათიანის მისვლა და რელიგიური რიტუალის შესრულება “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელმა გააპროტესტა.

მაია კალანდიამ თქვა, რომ უბანზე არაუფლებამოსილი პირი არ უნდა შესულიყო. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი ოპოზიციონერ დამკვირვებელს უბანი დაატოვებინეს. ასევე, უბნის დატოვება მოუწია მურმან ბერიშვილსაც.

ბერიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა, როგორც საუბნო კომისიაში ამბობენ, ორივე დამკვირვებელი კომისიის მუშაობას მთელი დღის განმავლობაში ხელს უშლიდა.