თბილისის 9 საბავშვო ბაღის შენობას ზაფხულიდან გაამაგრებენ

244

თბილისის 9 საბავშვო ბაღის შენობის გამაგრება ზაფხულიდან დაიწყება და სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გამაგრებას N170, N200, N100, N126, N150, N144, N55, N2 და N4 ბაღების შენობები ექვემდებარება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თქმით, შენობების რეაბილიტაცია ექსპერტთა დასკვნებს ეყრდნობა.

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ბავშვთა უსაფრთხოება არის ის პრიორიტეტი, რითაც ვხელმძღვანელობთ და სწორედ ამის გამო დავიწყეთ შენობების კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა. თითოეული პროექტი, რომელიც შენობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ექსპერტთა შეფასებების მიხედვით ხორციელდება“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.