არასამთავრობო: მთავრობას მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემა დეცენტრალიზაციის დოკუმენტის გარეშე, კოდექსითაც შეუძლია

სტატია მომზადებულია “ლაივპრესის” მიერ

კოალიცია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ქვარაიას შეახსენებს, რომ ის იმ პარლამენტის და იმ კომიტეტის წევრია, რომლის ფუნქციაც მთავრობის ზედამხედველობაც არის.

ასე გამოეხმაურა “ლაივპრესთან“ საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელი მაგდა პოპიაშვილი მაჟორიტარის განცხადებას, მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის საკითხზე, სადაც ქვარაიამ საფუძვლიანი უწოდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, მთავრობამ დროულად უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა ქონების გადაცემის პროცესი. განცხადებაში ქვარაიამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი კომისია, ამ საკითხს სამუშაო სხდომაზე ცალკე თავად განიხილავს.

თავის მხრივ “კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში დეპუტატებს შეეძლოთ ეს საკითხი მანამდეც წამოეწიათ წინ, ისე, რომ არ დალოდებოდნენ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტს, მითუფრო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში არსებობს შესაბამისი ჩანაწერილი:

“არსებობს თვითმმართველობის კოდექსი, რომლის მაგალითად 162-ე მუხლი ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს თუნდაც მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაცემის საკითხებს. შევახსენებდი ბატონ მერაბს, რომ ის სწორედ იმ პარლამენტის და იმ კომიტეტის წევრია, რომლის ფუნქციაც არის მათ შორის მთავრობის ზედამხედველობა და როდესაც მთავრობა რაღაცას არ ასრულებს, იმისთვის არსებობს პარლამენტი, რომ მოსთხოვოს ამის შესრულება. ეს სტრატეგია ვერ იქნება მაშველი რგოლი, რაღაც საკითხების გადასაწყვეტად. რატომ ველოდებით სტრატეგიას, როცა კოდექსში უკვე არსებობს ჩანაწერი“, – აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.

მისივე თქმით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც შარშანდელი აგვისტოდან მოყოლებული ჯერ კიდევ იწერება, მხოლოდ მოიაზრებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის საკითხს და კონკრეტული ჩანაწერი ამ მიმართულებით ამ დრომდე არ გვავქს.

“ერთადერთი ჩანაწერი არის მხოლოდდამხოლოდ კეთილი სურვილი, რომ მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ ქონება. გასაგებია ეს და ძალიან კარგია, რომ ეს კეთილი სურვილი არსებობს, მაგრამ იმის იქეთ უნდა არსებობდეს კონკრეტული ჩანაწერები, მაგალითად, რა ტიპის ქონება, რა პერიოდში, რა ვადებში უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს და ა.შ.“, – განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ არ სრულდება თვითმმართველობის კოდექსის მუხლი ქონების გადაცემაზე, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ სტრატეგიის დოკუმენტში არსებული ჩანაწერი შესრულდება.

მის მოსაზრებას იზიარებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მთავრობამ არ შეასრულა თვითმმართველობის კოდექსით აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის გეგმა.

“მნიშვნელოვანია, რომ ამ სტრატეგიაშივე, თუკი ეს მანამდე ვერ მოხერხდა, ახლა მკაფიოდ გაიწეროს რა სახის ქონებას გადასცემენ მუნიციპალიტეტებს და რა ვადებში. ეს სტრატეგია ჯერ-ჯერობით მაინც სამუშაო ვერსიაა და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ჯგუფი, რომელიც ამ სტრატეგიაზე მუშაობს, ასახავს რა ვადაში და რა სახის ქონებას გადასცემს მუნიციპალიტეტებს“, – განაცხადა არჩილ თოდუამ.

“ლაივპრესის“ კითხვაზე რა მიზეზით ვერ მოხერხდა პრობლემის მოგვარება ამ დრომდე, “კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ იგივე მიზეზით, რატომაც არ ხდება დეცენტრალიზაცია:

“როგორც ჩანს ძლიერი თვითმმმართველობა ხელისუფლებას უბრალოდ არ სჭირდება არცერთ დროში, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში“, – განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის ჯამში 1
გამოკითხული მოქალაქეების, დაახლოებით, მეოთხედი ფიქრობს, რომ 2017 წელს არჩეული მერები და საკრებულოები მოქალაქეების ინტერესებს არ
სტატია მომზადებულია რადიო "ათინათის" მიერ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო
კვლევის ავტორი: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კანონმდებლობის მოთხოვნისა და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებების მიუხედავად,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილებების განხორცილებისათვის თანხებს საკუთარი შემოსავლებიდან ხარჯავს, - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საბიუჯეტო ხარჯების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს 5 თვითმმართველი ქალაქის
წინა სტატია "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირადად მას "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ნახსენებ კომპანიებთან,
სტატიის გაგრძელება "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ ავტორი: ია ასათიანი თეთრი ხიდის ამბავს ყველა გაიგებდით. ის ხიდია, ქუთაისში, ხშირად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თანამდებობის პირთა 20-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად, დეკლარაციების არასრულად შევსების 7 ფაქტი,
რა ხარვეზები აქვთ აჭარის მუნიციპალიტეტების ვებგვერდებს? - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ვებგვერდები შეისწავლა და ხარვეზები
წინა სტატია ზუგდიდის საკრებულოში ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, მათ უნდა
წინა სტატია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კომპანია, რომელიც მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ დეკლარაციაში
სტატიის გაგრძელება იმერეთის მხარის რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსების გამო, შესაძლოა, დააჯარიმონ. ინფორმაციას
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მერიის ა(ა)იპ-ებიდან შემცირებული თანამშრომლების უმეტესობას ახალი წლიდან ხელშეკრულება არ გაუგრძელდა. ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავების
%d bloggers like this: