ახალგაზრდების ინიციატივით თელავის უნივერსიტეტთან მოსაცდელი მოეწყო

სტუდენტური საინიციატივო ჯფუფის ინიციატივით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მგზავრთა მოსაცდელი  მოეწყო. პროექტი თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც თელავის მერიაში განაცხადეს, ახალგაზრდებმა აღნიშნული ინიციატივა თვითმმართველობას თელავში ჩატარებულ “ახალგაზრდულ კონფერენციაზე“ მიაწოდეს. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს აღნიშნული საკითხი და მხარდაჭერაც მიიღეს.

“ინიციატივის დაყენების შემდეგ ახალგაზრდები შეხვდნენ მერს და საკრებულოს წარმომადგენლებს, ესაუბრნენ ინიციატივის მნიშვნელობაზე, მიაწოდეს ამ საკითხზე ინფორმაცია და მხარდაჭერაც მიიღეს, რადგან თვითმმართველობამ მოიწონა სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული პროექტი.

თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა დაამონტაჟა მგზავრთა მოსაცდელი კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს. თელავის მუნიციპალიტეტის მხარს უჭერს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას‘’,- აცხადებენ მერიაში.

თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული კონსტრუქციის მონტაჟისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 1 200 ლარამდე დაიხარჯა.

როგორც სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრებიამბობენ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ახალგაზრდულს ინიციატივებს მხარს უჭერს.

“ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ, რომ თვითმართველობასთან თანამშრომლობით მოგვეგვარებინა პრობლემა, რომელიც აღნიშნულ საკითხს უკავშირდებოდა და მუშაობამ გამოიღო შედეგი.

საბოლოოდ ვთვლით, რომ ეს შედეგი ორივე მხრის დამსახურებაა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის თელავის მინიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიას თანამშრომლობისთვის. იმედია, ეს პრეცენდენტი გაზრდის მოტივაციას ახალგაზრდებში და ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი ახალგაზრდული ინიციატივა განხორციელდება“, – აღნიშნა სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ნინი ბოჭორიძემ.

მსგავსი სიახლეები
"რუსთაველის" მეტროსთან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები აქციას მართავენ. "გამოდი გარემოსთვის, გაიფიცე გარემოსთვის" - ამ ლოზუნგით
თბილისის მერიასთან სტუდენტები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეები დედაქალაქის
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური სამსახურის მუნიციპალური სერვისების ფარგლებში, სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსებას იწყებს. როგორც მერიაში
წინა სტატია თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება დაიწყო. "სოციალურად დაუცველი
სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი
წინა სტატია ზუგდიდის შპს "მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორი" ბადრი ნემსაძე, რომელიც გასული წლის ნოემბერში აცხადებდა, რომ 
ახალციხის მერია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებსაც ყველა საგანში 95 და მეტი ქულა ექნებათ,
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა კარგი საქმე წამოიწყეს
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ზუგდიდის შპს "მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორმა" ბადრი ნემსაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის მთავრობისა და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აჭარის
გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახები ბუნებრივი აირის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შერიგებისა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გორის, ზუგდიდის, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე 5
რუსთავში, პროფესიულ კოლეჯ "მოდუსის’’ ბაზაზე, CISCO-ს ქსელური აკადემია გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, აკადემია დისტანციურ სწავლებას, ინტერაქტიულ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 50-მდე სტუდენტი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩაერთვება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ადგილობრივი
%d bloggers like this: