მუნიციპალიტეტები მოსახლეობაზე თავდასხმისას გარეული ცხოველების ლიკვიდაციაზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ

მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას, ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილებები თავად მიიღონ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

შესაბამისი ცვლილებები “ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.

უფრო კონკრეტულად, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებას მუნიციპალიტეტები სამინისტროსთან გაფორმებული უფლებამოსილების დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ.

როგორც საკანონმდებლო პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ასეთი სახის ხელშეკრულებების შედეგად, ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ იქნა 100-მდე მგელი და 60-მდე ტურა.

ამასთან, ინიციატორთა განმარტებით, დღეს არსებული პროცედურა – უფლებამოსილების დელეგირება ხელშეკრულების საფუძველზე, მნიშნელოვნად აფერხებს გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღებას, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

“სამწუხაროდ, უფლებამოსილების ხელშეკრულებით დელეგირების პროცედურა ხშირად დიდ დროს მოითხოვს, ვინაიდან რამდენიმე ეტაპს მოიცავს. კერძოდ, მუნიციპალიტეტი შესაბამისი თხოვნით სამინისტროს მიმართავს, სამინისტრო შეისწავლის საკითხს და ამზადებს ხელშეკრულების პროექტს გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე. შემდეგ ამ პროექტს შესათანხმებლად უგზავნის მუნიციპალიტეტს, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ პროექტის შეთანხმების შემდეგ, პროექტი გადაწყვეტილების მისაღებად, მთავრობას წარედგინება. მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხელშეკრულებას ხელს აწერს სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი და იგი საბოლოოდ ეგზავნება მუნიციპალიტეტს. აღნიშნული პროცედურა, მუნიციპალიტეტის მიერ საკითხის დასმიდან მისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებამდე, როგორც წესი, გრძელდება 2-3 თვემდეც, რის გამოც დროულად ვერ ხერხდება საფრთხეზე რეაგირება და გარეული ცხოველებისგან მოსახლეობის დაცვა, მაშინ როცა ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილება დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და დაყოვნება ხშირად მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს აყენებს მოსახლეობას“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯები, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 269
წინა სტატია გაზეთი "ვერსია" ავტორი მაია მიშელაძე კოალიცია "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალ
წინა სტატია შემდეგი სტატია ავტორი: მაგდა პოპიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობა კვლავ უფულოა, კვლავ უქონელი და უუფლებო.
წინა სტატია შემდეგი სტატია როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა მომდევნო წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების წესს ცვლის
შემდეგი სტატია საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გათანაბრებითი ტრანსფერი აღარ მისცეს, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია "სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების
“ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიძინა გეგიძე თბილისის მერიის მიერ დედაქალაქის სარეაბილიტაციო არეალთან დაკავშირებით კანონში მომზადებულ ცვლილებებში
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ სარეკრეაციო ტერიტორიებში მშენებლობების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. საქართველოს პარლამენტის რეგიონული
ცვლილება, რომელიც "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შედის, ერთი შეხედვით, ტექნიკურია და ის მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებით
ინვესტორთა საბჭომ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ
გარდამავალ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის-შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი არ გავრცელდება კანონმდებლობით
საკანონმდებლო ცვლილებით, მუნიციპალიტეტებში შეიქმნება მმართველი საბჭოები, რომლებიც აღმასრულებელი ფუნქციებით აღიჭურვება, ხოლო მუნიციპალიტეტის მერებს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლობა, შვიდი წევრის ნაცვლად, შესაძლოა, ექვსი წევრით განისაზღვროს. გარდა ამისა, "ქართული
8 ივნისს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 74 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებული საკანონმდებლო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარის
%d bloggers like this: