რუსთავში მარცხენა სანაპიროზე გზებსა და შიდა ეზოებს რეაბილიტაცია უტარდება

1753

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, რუსთავში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. პროექტი მარცხენა სანაპიროს სხვადასხვა უბანში, გზების, ტროტუარების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: დონეცკელი მეტალურგების ქუჩის I და II გასასვლელი, ჭავჭავაძის ქ. #3,#5,#7,#9,#11,#13, ბათუმის ქ.#19, #21, #23, #25, დონეცკელი მეტალურგების ქ.#4, #6, #8, #8ა, #10, #12, დონეცკელი მეტალურგების I გასასვლელის #1, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #11, #13, #10, #12, დონეცკელ მეტალურგების II გასასვლელის #9, #11, #13, #14, #16, #16ა, #18, #18ა, #20, 20ა, #22, #22ა, ქაშაკაშვილის ქ.#6, #8, #10, #12, ქაშაკაშვილის ჩიხი, რუსთაველის ქუჩის I გასასვლელი და დავით გარეჯის ქ. #1.
აღნიშნულ მისამართებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ტროტუარები.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი თირებულება 1 899 995 ლარს შეადგენს.

პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.